აპარატურის გაქირავება
მოგვიყევით ღონისძიებაზე. სისტემას ჩვენ შევარჩევთ, მოვიტანთ, ავაწყობთ და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკოსსაც დავტოვებთ.

ხშირი კითხვები ქირაობაზე
რა შედის ქირის ფასში?
ტექნიკა, მიწოდება, მონტაჟი და დაშლა. ტექნიკოსი ადგილზე ცალკე ღირს და მოთხოვნაში მოინიშნება.
რამდენი ხნით ადრე უნდა დავჯავშნო?
რაც უფრო ადრე, მით უკეთესი: შაბათ-კვირისა და ზაფხულის თარიღები სწრაფად ივსება. თავისუფალია თუ არა ტექნიკა, ერთ სამუშაო დღეში გეტყვით.
წინასწარ უნდა გადავიხადო?
წინასწარი გადახდისა და დეპოზიტის პირობებს წერილობით შეთავაზებაში ვწერთ, სანამ რამეს დაადასტურებთ.
რა ხდება, თუ თარიღი ან ადგილი შეიცვალა?
დაგვიკავშირდით რაც შეიძლება მალე: თუ ტექნიკა თავისუფალია, ჯავშანს ახალ თარიღზე გადავიტანთ.